კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სორიზოში - იქ, სადაც თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია! ჩვენი სტომატოლოგიური ცენტრი უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენები თითოეულ პაციენტს სასურველი შედეგის უმოკლეს დროში მიღებას ჰპირდება.
ჩვენი ფილოსოფია სანდოობას, ემპათიასა და ნდობას ეფუძნება. გვჯერა, რომ გულწრფელი კომუნიკაცია წარმატების აუცილებელი პირობაა. ამიტომაც სამოქმედო გეგმა თოთოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დგება, რაც ჩვენი კლინიკის უახლესი აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით მაქსიმალურად უმტკივნეულო და სწორად წარმართულ პროცესებს უზრუნველყოფს.
სამედიცინო, კონრეტულად კი დენტალ ტურიზმის მიმართულებით სორისო საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომელიც სტომატოლოგიური სერვისების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს თავის მომხმარებელს საუკეთესო ფასად.
სორიზოში ვმასპინძლობთ პაციენტებს მსოფლიოს უამრავი კუთხიდან - ევროკავშირი, აშშ, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ა.შ.
ნდობის პირველივე ეტაპიდან ჩამოყალიბებისა და გამჭვირვალობისთვის საქართველოში ჩამოსვლამდე უცხოელ პაციენტებს შეუძლიათ, გაიარონ ონლაინ-კონსულტაცია, რათა განიხილონ თავიანთი ზუსტი საჭიროებები ჩვენს ექიმებთან ერთად. ჩვენი გუნდი შეადგენს მკურნალობის დეტალურ გეგმას ვიზიტების განრიგისა და ხარჯების ჩათვლით. მკურნალობის პარალელურად, საქართველოში ყოფნისას, პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ ქვეყნის ღირშესანიშნაობები და გაიცნონ ქართული კულტურა.
ჯანსაღი ღრძილების შენარჩუნება აუცილებელია მთლიანი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. ჩვენი პაროდონტოლოგიური სერვისები ორიენტირებულია ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ვმკურნალობთ ღრძილების დაავადებებს მრავალფეროვანი მანიპულაციების დახმარებით, როგორებიცაა, მაგალითად, ღრმა წმენდა, ღრძილების გადანერგვა, ლაზერული თერაპია და. სხვ.
სორიზოში შეძლებთ ჩაიტაროთ ყველანაირი სახის თერაპიულ მანიპულაცი…
როდესაც საქმე სტომატოლოგიურ ქირურგიას ეხება, სიზუსტე და ექსპერტიზა უმთავრესია. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ ქირურგიული სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის ძვლის გადანერგვას, სიბრძნის კბილის ამოღებასა და კომპლექსურ ორალურ ბიოფსიას. უახლესი მეთოდების გამოყენებით, ჩვენ პრიორიტეტს პაციენტის უსაფრთხოებასა და კომფორტს ვანიჭებთ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული პროცედურა ეფექტური და მინიმალურად ინვაზიური იქნება.
იმპლანტოლოგია დარგის ერთ – ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს იმპლანტების, კბილის ფესვის ხელოვნური იმიტაციის ჩასმას დაკარგული კბილების ადგილას. სორიზოში მაღალ ხარისხთან ერთად კონკურენტულ ფასებს გთავაზობთ. ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ მოწინავე პროცედურებში, როგორიცაა სინუს ლიფტები, იმპლანტების დაუყოვნებელი განთავსება და All-on-4® სისტემა. ჩვენი მიდგომა უზრუნველყოფს სტომატოლოგიური იმპლანტების შეუფერხებლად ინტეგრირებას, რაც თქვენი ღიმილის კვლავ ფუნქციურსა და ესთეტიკურს ხდის.
ჩვენ გთავაზობთ თანკბილვის გასწორების სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის ტრადიციულ ბრეკეტებს, კაპებსა და ადრეული ჩარევით მკურნალობას. პროცედურების დაგეგმარება თქვენზე მორგებულად და ინდივიდუალურად ხდება, რათა თქვენს მიზნებს, არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ფუნქციურ ჭრილშიც წარმატებით მივაღწიოთ.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის ორთოპედიულ გადაწყვეტას, როგორებიცაა გვირგვინები, ხიდები, ვინირები და სრული პროთეზირება. ჩვენი მიზანია შედეგი ბუნებრივი და ხარისხიანი იყოს, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანსაღი და თავდაჯერებული ღიმილი.
ჩვენი სერვისები მოიცავს სახის არეში განვითარებული ნებისმიერი ტკივილის დიაგნოსტირებასა და მართვას. მკურნალობის დაგეგმარების თქვენზე მორგებული პროცესებითა და პროფესიონალი სპეციალისტის დახმარებით ჩვენ მიზნად ვისახავთ დისკომფორტის შემსუბუქებას, ყბის ფუნქციის გაუმჯობესებასა და სრულ აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს პირის ღრუსა და მთლიან ორგანიზმის ზოგად ჯანმრთელობასა და კომფორტს.